Belive

წლის პირველი მასტერსი - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს #1 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2023 წლის პირველი მასტერსისთვის ემზადება.

ბასილაშვილი ინდიან უელსზე ასპარეზობას 1/64-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მას არგენტინელი მეტოქე - პედრო კაჩინი ეყოლება. ბასილაშვილი კაჩინს კარიერაში პირველად შეხვდება.

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/32-ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი - ალექსანდრ ზვერევი იქნება.

ბასილაშვილისა და კაჩინის მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის ინდიან უელსზე ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ ჩოგბურთელთან - კამერონ ნორისთან 3-სეტიან დაპირისპირებაში დამარცხდა.

სხვა სტატიები