Belive

წარმოუდგენელი ქამბექი - ესპანელმა ჩოგბურთელმა მატჩი 0:6, 0:5-დან მოიგო

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ესპანელმა ჩოგბურთელმა, მარინა ბასოლსმა, რომელიც მსოფლიოს 226-ე ჩოგანია, შაბათს, ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე, ისტორიული შეხვედრა მოიგო. ბასოლსმა ბელარუს მეტოქესთან, იულია გატოვკასთან (208), პირველი სეტი 0:6 დათმო, მეორე სეტს კი 0:5-ს აგებდა და საკუთარ ჩაწოდებაზე ანგარიში 0:30 იყო. ასეთი ჩამორჩენის მიუხედავად, ესპანელმა მეორე სეტში მოწინააღმდეგის სამი მატჩპოინტი გადაარჩინა და 7:5 მოიგო, გადამწყვეტ სეტში კი 6:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. დღეს ბასოლსი ტურნირის 1/16-ფინალში ბერნარდა პერასთან დამარცხდა. მსოფლიოს 226-ე ჩოგანმა შეხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპზეც დათმო, თუმცა ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით მოხვდა. მანამდე ჩოგბურთელს ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდა მოგებული.


სხვა სტატიები