Belive

თბილისში ITF-ს 25 000-იანი ტურნირი მიმდინარეობს

11 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

24 აპრილს, თბილისში ITF-ის M25 ტურნირი დაიწყო, სადაც წამყვან ქართველ ჩოგბურთელებთან ერთად, 20-მდე ქვეყნის სპორტსმენიც ასპარეზობს.

ITF-ის M25 ტურნირის პირველ წრეში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საბა ფურცელაძემ, რომელიც 17 აპრილს ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გამართული ITF-ის 25 000-იანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

პირველ წრეში საბა ფურცელაძისა და ლაშა გიორგი კიკვიძის დაპირისპირება შედგა, რომელიც 2 სეტში (6:3, 6:4), ფურცელაძის გამარჯვებით დასრულდა. მეორე წრეში ფურცელაძე ყაზახ გრიგორი ლომაკინს დაუპირისპირდა, რომელიც 3 სეტში (6:4, 6:7, 6:3) დაამარცხა. 1/4-ფინალურ ეტაპზე საბა ფურცელაძე ავსტრალიელ ადამ უოლტონს დაუპირისპირდება.



ბერკ ილკელის ბარიერის გადალახვის შემდეგ (6:1, 4:6, 7:6), მეორე წრეში ალექსანდრე მეტრეველი ეგორ აგაფონოვს დაუპირისპირდა, რომელთანაც 3 სეტში (6:3, 5:7, 2:6) დამარცხდა. პირველ წრეში დამაჯერებელი გამარჯვება (6:1, 6:3) მოიპოვა ალექსანდრე ბაკშმაც, რომელიც სამწუხაროდ მეორე წრეში ფრანგ რობინ ბერტრანთან 2 სეტში (6:7, 1:6) დამარცხდა.

წყვილთა თანრიგში ზურა ტყემალაძემ და ლაშა გიორგი კიკვიძემ იასპარეზეს. 1/4-ფინალში ქართველი ჩოგბურთელები ავტრალიელებს - ბლეიკ ელისსა და ადამ უოლტონს დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ შეხვედრა ავსტრალიელების გამარჯვებით 6:4, 6:3 დასრულდა.

შეგახსენებთ,  ITF-ის M25 ტურნირმა 24 აპრილს აიღო სტარტი და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ტურნირში მონაწილეობას 1 ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე განაგრძობს.

სხვა სტატიები