Belive

სონეგო დამარცხებულია | ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე მეორე წრეშიც გაიმარჯვა!

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. საქართველოს ტოკიოში 35 ლიცენზიანტი ეყოლება, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილია. ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის მეორე წრეში ბასილაშვილს ოპონირება ლორენცო სონეგომ გაუწია, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 26-ე საფეხურზე იმყოფება. იტალიელისა და ქართველი ჩოგბურთელის შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რომელიც საბოლოოდ 3-სეტში, ანგარიშით -  6:4; 3:6; 6:3, საქართველოს პირველი ნომერის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. აქვე გეტყვით, რომ ექსპერტების შეფასებით, ბასილაშვილისა და სონეგოს წყვილში ფავორიტად იტალიელი ჩოგბურთელი იყო შეფასებული, თუმცა ნიკოლოზმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა მისი რეალური შესაძლებლობა. აქამდე იტალიელსა და ქართველს შორის მხოლოდ ერთი ურთიერთშეხვედრა გაიმართა, რომელიც სონეგოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელიც ოლიმპიადაზე მე-4 ნომრადაა განთესილი, მსოფლიო რეიტინგში კი მე-5 პოზიციაზეა. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

სხვა სტატიები