Belive

შანხაის მასტერსის ფინალში ერთმანეთს ბიძაშვილები დაუპირისპირდებიან

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ორი ბიძაშვილი, არტურ რინდერკნეხი და ვალენტინ ვაშერო, სეზონის ბოლოსწინა ATP მასტერსის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ვაშერომ ოთხგზის ჩემპიონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, რინდერკნეხმა კი შანხაის ტურნირის 2019 წლის გამარჯვებული დანიილ მედვედევი გამოთიშა ასპარეზობას, შესაბამისად, წლევანდელი შანხაის ტურნირის ფინალში ოჯახურ შეხვედრას მივიღებთ.

რეიტინგის 204-ე ნომერმა ვაშერომ, ნოვაკთან გამარჯვების შემდეგ, კამერაზე ხელმოწერის ნაცვლად დაწერა: "წარმატება, არტურ" - მისი ბიძაშვილი ნახევარფინალურ შეხვედრას სწორედ ვაშეროს თამაშის შემდეგ იწყებდა.

მე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი არა, სათადარიგო მოთამაშედ მოვედი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი ვითამაშებდი. ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება ადვილი არ არის. აღარ ვსაუბრობ ტურნირის მოგებაზე - ამისთვის ბევრი უნდა იბრძოლო. - განაცხადა ვალენტინ ვაშერომ
ვცდილობ მის ემოციურ განწყობას ავყვე და ისეთივე კარგი შედეგი მქონდეს, როგორიც მას. ის კვირის დასაწყისიდან წარმოუდგენლად კარგია და მთელი ოჯახი სახლიდან გვადევნებს თვალყურს. ჩვენ აქ პატარა სამყარო მოვიწყეთ. ეს წარმოუდგენლად არარეალურია. - ვაშეროს წარმატების შესახებ, არტურ რინდერკნეხი

ბიძაშვილები, შანხაიში წარმატების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში წინ წაიწევენ. ვინც არ უნდა ასწიოს თასი, რინდერკნეხი კარიერაში პირველად მოხვდება 30 საუკეთესოს შორის, ხოლო ვაშერო ტოპ 100-ში შევა.

სხვა სტატიები