Belive

სერენა უილიამსი უიმბლდონზე ითამაშებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ლეგენდარული სერენა უილიამსი ჩოგბურთს 1-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ამერიკელი ჩოგბურთელი უიმბლდონზე ითამაშებს. უილიამსმა ტურნირისგან Wild Card-ი მიიღო. 40 წლის მოთამაშე დაცული რეიტინგით დაუშვეს. შეგახსენებთ, რომ სერენა ბოლოს კორტზე სწორედ გასული წლის უიმბლდონზე გავიდა. პირველ წრეში მან ალიაქსანდრა სასნოვიჩთან შეხვედრისას ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ სერენა უილიამსი უიმბლდონის 7-გზის (2002, 2003, 2009, 2010, 2012, 2015, 2016) გამარჯვებულია.

სხვა სტატიები