სასტუმრო „პარაგრაფში“ სამოყვარულო ტურნირი Paragraph Cup გაიმართება
12 ოქტომბერს, სასტუმრო „პარაგრაფში“, ჩოგბურთის სამოყვარულო, უკვე ტრადიციად ქცეული ტურნირი აიღებს სტარტს.GTPTour-ის მიერ ორგანიზებულ Paragraph Cup-ზე, წელს უპრეცედენტო რაოდენობის მსურველი მიიღებს მონაწილეობას. ერთეულთა ბადე 48 ჩოგბურთელისგან იქნება დაკომპლექტებული, წყვილთა კი - 16 წყვილისგან.
ტურნირი 12 ოქტომბერს დაიწყება და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თუკი Paragraph Cup-ზე საკუთარი ძალების გამოცდა გსურთ, დაუკავშირდით GTPTour-ის ფეისბუქ-გვერდს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ტურნირზე უპირატესობა რეიტინგის მქონე ჩოგბურთელებს მიენიჭებათ, მონაწილეთა რაოდენობა კი შეზღუდულია.
ტურნირის გენერალური სპონსორია betlive.com. შეკვეთილი საინტერესო და სანახაობრივ მატჩებს გვპირდება. ამიტომ, ყველას გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს ღონისძიება და ისიამოვნოთ ამ საჩოგბურთო დღესასწაულით.