Belive

სასამართლო და 2 წლიანი პატიმრობა - ნიკ კირიოსი სკანდალში ეხვევა

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
27 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი - ნიკ კირიოსი სკანდალში ეხვევა. კირიოსს მისი ყოფილი მეგობარი გოგონა - კრიანა პასარი სასამრთლოში უჩივის და ამბობს, რომ წარმატებული ავსტრალიელი ჩოგბურთელი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მას შემდეგ, რაც კირიოსს ყოფილ მეგობარ გოგონაზე - კიარა პასარიზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, საქმე აღიძრა და მომავალ თვეში, ჩოგბურთელი ავსტრალიის სასამართლოს წინაშე წარსდგება. ნიკ კირიოსის ადვოკატი - ჯეისონ მოფეტი, ამ საქმესთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ეს ბრალდება ოჯახური ურთიერთობის კონტექსტშია გათვალისწინებული. ბრალდება სერიოზულია და კირიოსს ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველაფერი გააზრებული აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე უკვე სასამართლოშია და შემდეგ თვეს ნიკი სასამართლოზე წარსდგება, ამ მომენტისთვის ჩოგბურთელს კომენტარის გაკეთება არ სურს. კირიოსი თავად გადაწყვეტს დროსა და ადგილს, თუ როდის და სად გააკეთებს კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით". 
კირიოსი, რომელიც ხვალ, უიმბლდონის მეოთხედფინალში ჩილელი - კრისტიან გარინის წინააღმდეგ ითამაშებს, 2 აგვისტოს კანბერაში, ავსტრალიის სასამართლოში წარსდგება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორწლიანი პატიმრობა ემუქრება. ავსტრალიული პოლიციის მტკიცებით, 2021 წლის 21 დეკემბერს, კირიოსმა მის ყოფილ მეგობარ გოგონაზე იძალადა. ჩოგბურთელმა და პასარიმ ურთიერთობა 2020 წლის ივლისში დაიწყეს. წყვილის ურთიერთობა 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა.  

სხვა სტატიები