Belive

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები "ბილი ჯინ კინგ ქაფზე" იასპარეზებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

10 აპრილს პორტუგალიის ქალაქ ოეირასში სტარტს აიღებს ბილი ჯინ კინგ ქაფ - მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა ნაკრებ გუნდებს შორის.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოსნია/ ჰერცეგოვინა, ესტონეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, კოსოვო, ლიტვა, მალტა, პორტუგალია და სამხრეთ აფრიკასთან ერთად ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ასპარეზობს.

კენჭიყრის შედეგად ნაკრები გუნდები ორ ქვეჯგუფად გადანაწილდებიან. თითოეული ქვეჯგუფის საუკეთესო ორი ნაკრები პირველ ჯგუფში გადასასვლელად ფლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს ნაკრები ეკატერინე გორგოძის, სოფიო შაფათავას, ოქსანა კალაშნიკოვას, ნათელა ძალამიძის და ნინი ნაცვლიშვილის შემადგენლობით პორტუგალიაში 7 აპრილს გაემგზავრება. ნაკრების უცვლელი კაპიტანია მარგალიტა ჩახნაშვილი.

წყარო: Georgian Tennis Federation \ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები