Belive

საბა ფურცელაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის ფინალშია

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ATP-ის რეიტინგის 469-ე ნომერი საბა ფურცელაძე ITF შარმ ელ-შეიხის ტურნირის ფინალში გავიდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ვადიმ ურსუ ორ სეტში 4:6, 3:6 დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს, სადაც ATP-ის რეიტინგის 364-ე ნომერ იტალიელ ვინსენტ რუგერის შეხვდება.

ფინალში გასული იტალიელი ჩოგბურთელი აღნიშნული ტურნირის პირველი ნომერია, ხოლო საბა ფურცელაძე მეორე ნომრადაა განთესილი.

სხვა სტატიები