Belive

საბა ფურცელაძე შარმ ელ-შეიხის ფინალში დამარცხდა

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ATP-ის რეიტინგის 469-ე ნომერი საბა ფურცელაძე ITF შარმ ელ-შეიხის ტურნირის ფინალში რეიტინგის 364-ე ნომერ იტალიელ ვინსენტ რუგერისთან დამარცხდა.

შეხვედრა 1 საათი და 47 წუთი მიმდინარეობდა პირველ სეტი 6:4 დამთავრდა, მეორე სეტში ვინსენტ რუგერიმ ტაი ბრეიკზე მოიგო 7:6 (7:2).

იტალიელს მატჩში 6 ეისი ჰქონდა, ქართველ ჩოგბურთელს კი 5.

ორმაგ შეცდომებს რაც შეეხება ვინსენტ რუგერის 4 ჰქონდა და საბა ფურცელაძეს არცერთი.

სხვა სტატიები