Belive

როტერდამის ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილს ძლიერი მეტოქე შეხვდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
10 თებერვლიდან სტარტს აიღებს ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირი როტერდამში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელის ბადე ნიდერლანდებში უკვე ცნობილია. მსოფლიოს 27-ე ჩოგანს პირველ წრეში ძლიერი მეტოქე შეხვდა. ნიკოლოზი რუს, ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად, მე-15 პოზიციაზეა. რუბლევსა და ბასილაშვილს ერთმანეთთან 3-ჯერ უთამაშიათ. ნიკოლოზმა ჯერ დოჰაში დაამარცხა ანდრეი, შემდეგ კი - ჰამბურგის ტურნირის ფინალში აჯობა. ერთადერთი გამარჯვება რუსმა ცინცინატის მასტერსზე მოიპოვა. ქართველი ჩოგბურთელი რუბლევიდ დამარცხების შემთხვევაში, 1/8 ფინალში ალექსანდერ ბუბლიკსა და საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ძირითად ბადეში გადმოსულ ერთ-ერთ ჩოგბურთელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები