Belive

როლან გაროსი | სვიატეკის ზედიზედ 34-ე გამარჯვება, პოლონელი ფინალშია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
იგა სვიატეკი შეუჩერებელია - პოლონელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 34-ე გამარჯვება მოიპოვა და როლან გაროსის ფინალში გავიდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალური თამაში დარია კასატკინასთან (20) გამართა და მეტოქე 2 სეტში, 6:2; 6:1 გაანადგურა. სვიატეკი ფინალში ისე გავიდა, რომ ტურნირზე მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ამ მოგებით სვიატეკი ლეგენდარულ, სერენა უილიამსს გაუთანაბრდა. ამერიკელ ჩოგბურთელს 2013 წელს ზედიზედ 34 გამარჯვება ჰქონდა. როლან გაროსის ფინალში იგა სვიატეკი მარტინა ტრევისანსა (59) და კორი გაუფის (23) შორის გამარჯვებულს შეხვდება. 21 წლის პოლონელს აქვს შანსი, რომ ზედიზედ მე-6 ტიტული მოიპოვოს.

სხვა სტატიები