როლან გაროსის ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძის მეტოქე ცნობილია.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპზე კლარა ტაუსონს დაუპირისპირდება.
18 წლის დანიელი ჩოგბურთელი WTA-ის რეიტინგში 90-ე პოზიციას იკავებს. მან უკვე მოახერხა და კარიერის საწყის ეტაპზე ლიონის 250-იანი ტურნირი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ საფრანგეთის ღია პირველობაზე მოსახვედრად ბევრი იბრძოლა. მსოფლიოს 222-ე ჩოგანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 თამაში მოიგო.