Belive

როჯერ ფედერერის ფონდს, რომლითაც 2.5 მილიონმა ბავშვმა ისარგებლა 20 წელი შეუსრულდა

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

როჯერ ფედერერის ფონდს, რომლითაც 2.5 მილიონმა ბავშვმა ისარგებლა დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.

ფონდი დაეხმარა შვიდ ქვეყანაში 2,5 მილიონ ბავშვს რათა სკოლამდელი განათლება ყველას სრულფასოვნად მიეღო, ამჟამად მხარს უჭერს ადრეული განათლების პროგრამებს სამხრეთ აფრიკის ექვს ქვეყანაში და შვეიცარიაში.

ამ ფაქტს ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ამბობს:

როჯერ ფედერერის ფონდი წელს 20 წლის ხდება ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. მახსოვს, 2003 წლის შობის ღამეს ჩემს მშობლებთან ერთად დოკუმენტებზე ხელი მოვაწერე. მაშინ, 22 წლის ვიყავი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რამდენად ამაღელვებელი და სრულფასოვანი იქნებოდა ეს მოგზაურობა. - როჯერ ფედერერი