Belive

რეკორდი საჩოგბურთო სამყაროში: 102 წლის ჰენრი იანგი 97 არტურ ლინდს დაუპირისპირდა

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საჩოგბურთო სამყაროში კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი დაფიქსირდა. 102 წლის ავსტრალიელმა ჰენრი იანგმა და 97 ამერიკელმა არტურ ლინდიმ ჩოგბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარეს. ისინი ერთმანეთს ITF-ის საერთაშორისო ტურნირის 1/4-ფინალში, 90+ ასაკობრივ კატეგორიაში დაუპირისპირდნენ. ტურნირი ხორვატიის ქალაქ ბოლში გაიმართა.

მოთამაშეთა ჯამურმა ასაკმა 199 წელს მიაღწია, რაც მსოფლიო რეკორდია. საბოლოოდ გამარჯვება 97 წლის ლინდს დარჩა, დაპირისპირება 2 სეტი მიმდინარეობდა - 6:1, 6:2.