რაფაელ ნადალი ბრწინვალე სეზონს ატარებს, ესპანელმა მატადორმა 2022 წელს ზედიზედ 20 შეხვედრა მოიგო - მოგებულ ტურნირებს შორის, დიდი სლემის გათამაშებაცაა - ავსტრალიის ღია პირველობა.
გასულ კვირაში რაფამ მასტერსის ტიპის ტურნირზე - ინდიან უელსზე იასპარეზა, სადაც საფინალო რაუნდში ტეილორ ფრიცის წინააღმდეგ დამარცხდა, რომელიც როგორც ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარეობს, მისთვის წელს პირველი მარცხი გახლდათ.
ჩოგბურთის მოყვარულებმა რაფას გამოსვლების დროს მისი პრობლემები შენიშნეს - ესპანელ მატადორს ნახევარფინალური შეხვედრიდან მოყოლებული, ფინალის ჩათვლით ფიზიკური პრობლემები აწუხებდა, რის გამოც მატჩების მიმდინარეობის დროს, სამედიცინო დახმარებაც არაერთხელ მოითხოვა.
როგორც აღმოჩნდა ლეგენდარულ ჩოგბურთელს ნეკნი აქვს გაბზარული, რის გამოც ის 4-დან 6 კვირამდე იუქმებს. შესაბამისად, მაიამის მასტერსი რაფას გარეშე ჩაივლის.