Belive

რაფაელ ნადალი ბარსელონას ღია პირველობას 1/16-ფინალიდან გამოეთიშა

2 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

რაფაელ ნადალი, რომელიც ამ მომენტისთვის რეიტინგში 644-ე ნომერია, ბარსელონას ღია პირველობის 1/16-ფინალში მსოფლიოს მე-11 ჩოგანთან, ალექს დე მინორთან, ორ სეტში, ანგარიშით 5:7, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

1/16-ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 52 წუთს გაგრძელდა.

მერვედფინალში დე მინორის მეტოქე დანიელ ალტმაიერსა და არტურ ფილსს შორის გამარჯვებული იქნება.

ბარსელონას ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასია, რომელმაც შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

  • 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ნადალმა თიხის საფარზე პირველად გუშინ ითამაშა და ფლავიო კობოლისთან იმარჯვა.

სხვა სტატიები