Belive

რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის 1/16-ფინალში გასვლით?

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უიმბლდონის 1/32-ფინალში მსოფლიოს 26-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ფრანგი მეტოქე, კვენტინ ჰალისი (82) 4 სეტში, ანგარიშით 7:6, 0:6, 7:5, 7:6 დაამარცხა და ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გრანდ სლემის მესამე რაუნდში გასვლით 120 ათასი ფუნტი (145 ათასი დოლარი) გამოიმუშავა. შედარებისთვის, გასულ წელს ამავე ეტაპზე გასვლით მოთამაშე 115 ათას ფუნტს იღებდა. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ტიმ ვან რაიტოვენისა (104) და რეილი ოპელკას (18) წყვილში გამარჯვებული იქნება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია – სერბმა შარშან ფინალში მატეო ბერეტინის მოუგო.
უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი სწორედ მესამე რაუნდია – 2015 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში ორი მატჩი მოიგო, 1/16-ფინალში კი რობერტო ბაუტისტა აგუტთან 3 სეტში დამარცხდა.
არის მეორე გამარჯვება ✅ 🇬🇪 ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მესამე წრეში იასპარეზებს ✊ Posted by Live.ge on Wednesday, 29 June 2022
 

სხვა სტატიები