Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ვენის ტურნირის მეორე წრეში გასვლით

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები არიან თავმოყრილნი. ტურნირის პირველი რაუნდები უკვე ჩატარდა, სადაც საქართველოს პირველი ნომერი, მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერ, პაბლო კარენო ბუსტას შეხვდა და 3-სეტიან ბრძოლაში გაიმარჯვა. მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, იტალიელი ჩოგბურთელი, მატეო ბერეტინი იქნება. ექსპერტების შეფასებით შეხვედრის ფავორიტად იტალიელი ჩოგბურთელია მიჩნეული. ვენის ტურნირის მეორე წრეში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულისა და 32,885 ევროს გამომუშავება შეძლო.

სხვა სტატიები