ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა - ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.
დრამატული შეხვედრა 3-სეტიანი გამოდგა, სადაც პირველი წაგებული სეტის შემდეგ ნიკოლოზმა მოახერხა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:6; 6:1; 7:5 დაფიქსირდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა, 2 გამართული მატჩიდან ჩოგბურთელებს ერთმანეთის პირისპირ თითო-თითო გამარჯვება ერიცხებათ.
ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 42-ე პოზიციას იკავებს, 36,940$ გამოიმუშავა. დოჰას ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობით ნიკამ ასევე 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ცნობისთვის, ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი Live რეიტინგში 39-ე პოზიციამდე აღზევდა, ოფიციალური რეიტინგი განახლებული კვირიდან დაიდება, რომელსაც ტრადიციულად, იხილავთ Live.ge-ზე.