Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა მასტერსის 1/4-ფინალში გასვლით

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა. იუბანკსის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში მოუგო და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერ, რუს ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვს 2-სეტში, დამაჯერებლად სძლია და კარიერაში პირველად მასტერსის ტიპის 1/4-ფინალურ ეტაპზე გავიდა. ზემოთხსენებული გამარჯვებით ნიკამ 175,000 ამერიკული დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. იმ შემთხვევაში თუ ნიკა 1/4-ფინალშიც გაიმარჯვებს, სადაც დიდი ალბათობით მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი იქნება, ის 360 სარეიტინგო ქულას და 335,000 დოლარს მიიღებს.

სხვა სტატიები