Belive

რა თანხა და რამდენი საპრიზო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა Almaty Open-ზე?!

12 საათის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ალმათიში გამართულ ATP 250-ის კატეგორიის ტურნირზე (Almaty Open), ფინალში მარცხის მიუხედავად, მშვენიერი კვირა ჰქონდა საქართველოს #1 ჩოგბურთელს - ნიკოლოზ ბასილაშვილს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზმა ფინალი დათმო და ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, ნათლად გამოჩნდა, რომ თუ მას ტრავმა არ აწუხებს და ჯანმრთელობის მხრივ კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, მას უმაღლესი დონის ჩოგბურთის თამაში შეუძლია.

ასე რომ, ბასილაშვილის ყაზახეთის ტურნირზე გამოსვლა ყველა ვარიანტში დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ნიკამ ATP ტურში, 2022 წლის დოჰას ტურნირის შემდეგ, პირველად შეძლო ფინალში თამაში.

34 წლის ქართველმა Almaty Open-ზე, 178 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 33 პოზიციით დაწინაურდა და TOP 100-ში შევიდა. ახლა ქართველის ანგარიშზე 631 სარეიტინგო ქულაა და იგი მსოფლიოს 93-ე ჩოგანია.

რაც შეეხება საპრიზო თანხას, Almaty Open-ზე, ბასილაშვილმა ფინალში გასვლით $95,400 აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო შეჯიბრის გამარჯვებულს კი $163,570 აშშ დოლარი ერგო.

მიუხედავად უმძიმესი პერიოდისა და გამოწვევებისა, ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაშში პროგრესი უკვე აშკარად შეინიშნება. ქართველი ჩოგბურთელის ბოლო მატჩები იმედს იძლევა, რომ უახლოეს პერიოდში ის სათამაშო კონდიციებს სრულად დაიბრუნებს და ATP ტურის შეჯიბრებებში კვლავაც ხშირად ვიხილავთ მის თავდადებულ ბრძოლასა და ქართული ჩოგბურთისთვის მნიშვნელოვან გამარჯვებებს.

სხვა სტატიები