Belive

პირველად კარიერაში - ბარბორა კრეიჩიკოვამ როლან გაროსი მოიგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქალთა შორის როლან გაროსის გამარჯვებული მსოფლიოს 33-ე ჩოგანი, ბარბორა კრეიჩიკოვა გახდა, რომელმაც ფინალში ანასტასია პავლიუჩენკოვა (32) სამ სეტში, ანგარიშით 6:1, 2:6, 6:4 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. კრეიჩიკოვამ საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 1 400 000 ევრო გამოიმუშავა. პავლიუჩენკოვა კი 1300 ქულასა და 750 000 ევროს დასჯერდა. როლან გაროსის ბოლო გამარჯვებული იგა შვიონტეკი იყო, რომელმაც გასულ წელს ფინალში სოფია კენინს აჯობა.



 

სხვა სტატიები