Belive

ოფიციალურად: უიმბლდონმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშის უფლება მისცა

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

დღეს, 31 მარტს, უიმბლდონმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2023 წლის უიმბლდონზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშის ნებართვა ეძლევაც, თუმაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს "ნეიტრალური" სტატუსის ქვეშ.

უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც 2023 წლის უიმბლდონზე მიიღებენ მონაწილეობას, საკუთარი ქვეყნის დროშისა და სიმბოლოების გამოყენების უფლება არ ექნებათ.

"ჩვენი ამჟამინდელი მიზანია შეჯიბრზე რუსი და ბელორუსი მოთამაშეები დავუშვათ, რომლებიც დაექვემდებარებიან "ნეიტრალურ" სტატუსს. ეს აკრძალავს რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამოხატვას უკრაინაში სხვადასხვა ფორმით.

პირობები საგულდაგულოდ შემუშავდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან, LTA-სთან და ჩოგბურთის საერთაშორისო დაინტერესებულ ორგანოებთან კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით."

ამ ფაქტის შესახებ კომენტარი ინგლისური კლუბების თავმჯდომარემ - იან ჰიუიტმა გააკეთა:

"ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის სრულ უკანონო შეჭრის გმობას და ჩვენი გულწრფელი მხარდაჭერა რჩება უკრაინის ხალხთან.

ეს იყო წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება, რომელიც საკმაოდ რთულად და ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღეთ.

ჩვენი აზრით, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ყველაზე შესაფერისი ღონისძიებები 2023 წლის უიმბდლონისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ მთავრობის მხარდაჭერისთვის.

თუ გარემოებები არსებითად შეიცვლება ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩვენ განვიხილავთ და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ."

სხვა სტატიები