Belive

ოფიციალურად: ნადალი უიმბლდონიდან მოეხსნა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

რაფაელ ნადალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ჩოგბურთის ესპანელმა ლეგენდამ უიმბლდონიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ნადალს მეოთხედფინალში, ტეილორ ფრიცთან მოგებულ 5-სეტიან თამაშში მუცლის კუნთი აწუხებდა. რაფამ რამდენჯერმე სამედიცინო პაუზაც აიღო. ამერიკელის წინააღმდეგ 36 წლის ჩოგბურთელმა მოიგო, თუმცა, როგორ ჩანს, ტურნირის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. შესაბამისად, უიმბლდონის პირველი ფინალისტი ცნობილია და ის ნიკ კირიოსია. ავსტრალიელი დიდი სლემის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

სხვა სტატიები