Belive

ოფიციალურად: მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
32 წლი, რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ საჩოგბურთო კარიერა დაასრულა. შეგახსნებთ, რომ მას დოპინგ კონტროლთან პრობლემების გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი. მარიას კარიერის აღმავლობა 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც მან 17 წლის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, უიმბლდონის ტურნირი, მოიგო. " როგორ უნდა მიატოვო ის ცხოვრება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იცი და აკეთებ? როგორ უნდა ჩაუარო კორტებს გულგრილად, როდესაც პატარაობიდან ამ მოედნებზე ვარჯიშობ და იზრდები. როგორ უნდა მიატოვო სპორტი სადაც შენი ოჯახი იპოვე, იქ სადაც 28 წლის განმავლობაში მოღვაწეობდი. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და მაპატიეთ - მე ჩოგბურთს ვემშვიდობები", - განაცხადა შარაპოვამ "Vanity Fair"-თან საუბარში. შეგახსნებთ, რომ მას კარიერის განმავლობაში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოპოვებული.  

სხვა სტატიები