Belive

ოფიციალურად: 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსები და ბელარუსები იასპარეზებენ

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე შეხვედრა გამართა, სადაც არაერთი საინტერესო ფაქტი გაირკვა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენები წარმოშობის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არ უნდა იყვნენ, თუმცა მკაცრად გაკონტროლდება რამდენიმე დეტალი.

დისკუსიები შედგებოდა სამი ნაწილისაგან: პირველი - სანქციები რუსეთისა და ბელორუსის სახელმწიფოს მიმართ და მთავრობის წინააღმდეგ. მეორე - ოლიმპიური მოძრაობის სოლიდარობა უკრაინელ სპორტსმენებთან და უკრაინის ოლიმპიურ საზოგადოებასთან. მესამე - სპორტულ შეჯიბრებებზე შესაძლო წვდომა რუსული ან ბელორუსის პასპორტით ინდივიდუალური სპორტსმენებისთვის.

ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაიშვებიან, თუმცა მათ უნდა გაითვალსწინონ შემდეგი დეტალები:

  • სპორტსმენები უნდა გმობდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიას
  • სპორტსმენები პატივს უნდა სცემდნენ ოლიმპიურ ქარტიას და ჩართული უნდა იყვნენ ანტიდოპინგ მოძრაობაში
  • სპორტსმენები ვერ იასპარეზებენ საკუთარი ქვეყნის სახელით და ვერ გამოიყენებენ საკუთარი ქვეყნის დროშასა და ჰიმნს
  • რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მხოლოდ "ნეიტრალური სტატუსით" დაიშვებიან, წარმატების შემთხვევაში კი მათი ჰიმნის აჟღერება შეუძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოლიმპიადა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება. ღონისძიება 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.

სხვა სტატიები