ნოვაკ ჯოკოვიჩის მორიგი ხმაურიანი განაცხადი
5 წლის წინ
ჩოგბურთი
2 წთ
"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მთავარია სეზონი დროულად გაგრძელდეს და რაც მთავარია - თიხის საფარიანი ტურნირებით, რომელიც რომ არა კორონა უდანაკარგოთ ჩატარდებოდა" "რაც შეეხება ამერიკის ღია პირველობას, ჩემთვის მიზანშეწონილი არაა რომ ჩავიდე ტურნირზე ისეთ ქალაქში, სადაც კარანტინში ყოფნა მომიწევს. უამრავ ჩოგბურთელს ვესაუბრე და მათი მოსაზრებაც იდენტურია. შეუძლებელია ნიუ იორკში იყო და მანჰეტენზე გასვლა არ შეგეძლოს", - აღნიშნავს ჯოკოვიჩი.შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩი შესანიშნავ სტატისტიკურ მაჩვენებელს აფიქსირებს, მან 18-დან 18-ვე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და რომ არა კორონავირუსი შესაძლოა 2011 წლის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლადაც გაებრძოლა.