Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩის ემოციური პოსტი ამერიკის ღია პირველობის ფინალისტების მისამართით

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

დასრულდა ამერიკის ღია პირველობა, რომელიც პანდემიის პირობებში პირველი დიდი სლემის ტიტული გახლდათ. ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მიუხედავად უმაყურებლობისა, ემოციური და სანახაობრივი ფონი ნამდვილად დიდი იყო. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალური წყვილი ალექსანდრ ზვერევი და დომინიკ ტიმი გახლდნენ. გერმანულ-ავსტრიულმა წყვილმა მაყურებელს 5-სეტიანი, საოცარი მატჩი შესთავაზეს, რომლის გამარჯვებული დომინიკ ტიმი გახდა. საფინალო შეხვედრას მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურა. სერბმა უდიდესი პატივისცემა გამოხატა ზვერევისა და ტიმის მიმართ.

 
View this post on Instagram
 

This is what sport is all about. Respect, appreciation and friendship. Regardless of the rivalry these two guys have and the amazing battle they had yesterday, they still showed big heart and inspired many tennis players. Thank you 🙏 both Domi and Sasha for standing strong for your character values and seeing always what matters the most - love and respect for each other. Congratulations to both of you for the great achievement and fantastic match you gave to the tennis world. @domithiem @alexzverev123

A post shared by Novak Djokovic (@djokernole) on

"სწორედ ეს არის სპორტი: პატივისცემა, დაფასება და მეგობრობა. დიდი დაპირისპირებისა და გუშინდელი, საოცარი ბრძოლის ფონზე, ორივე მათგანმა კეთილშობილება დაგვანახა და ბევრ მოთამაშეს მაგალითი მისცა. დომი და საშა, მადლობა იმისთვის, რომ თქვენს პიროვნულ თვისებებთან ასე მყარად დგახართ და აფასებთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სიყვარულსა და პატივისცემას. გილოცავთ ამ დიდ მიღწევას და მადლობა შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც საჩოგბურთო სამყაროს აჩუქეთ", - წერს ჯოკოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი ჩოგბურთელისათვის ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი ასპარეზის ჩემპიონობა, კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტულია, მან რეიტინგში მე-3 პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

სხვა სტატიები