Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი სამშობლოს დიდი ოდენობის თანხით დაეხმარა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი საკუთარ სამშობლოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1 მილიონი ევროს ოდენობის თანხით დაეხმარა. ჯოკოვიჩის მიერ გადარიცხული თანხა საჭირო სამედიცინო ინვენტარის შეძენასა და დაზარალებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება. 2019 წლის ბოლოს ჩინეთიდან გავრცელებულა ვირუსმა მსოფლიოში 600 000 ადამიანზე მეტი დააინფიცირა, საიდანაც 26 000 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ლეტალურად დასრულდა.
"ჩემი სურვილია რომ თითოეული ადამიანი და სპორტსმენი ვისაც აქვს საშუალება, რომ გაიღოს რესურსები კორონავირუსით დაზარალებული "მსოფლიოს" წინააღმდეგ, აქტიურად ჩაებას საქველმოქმედო ქმედებებში" "მე და ჩემი მეუღლე ელენა გამუდმებით ვფიქრობთ საუკეთესო ხერხზე კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად", - აცხადებს ჯოკოვიჩი. ჯოკოვიჩის სამშობლოში ინფიცირებულთა რიცხვი, განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისაგან საკმაოდ მცირეა - ამჟამად სერბეთში კორონავირუსს 528 ადამიანი ებრძვის. შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსმა ფენომენალური სეზონი განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა, სერბ ჩოგბურთელს 2020 წელს არცერთი შეხვედრა არ წაუგია, მან 18-დან 18 მატჩი წარმატებით დაასრულა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები