ნოვაკ ჯოკოვიჩი პეკინის ტურნირზე კვლავ დაუმარცხებელია
8 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
პეკინის ტურნირის 1/4-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ალექსანდრ ზვერევი 3-სეტიან დაპირისპირებაში - 6:4, 4:6, 4:6 დაამარცხა. მატჩი 2:35 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ზვერევი მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერია, ჯოკოვიჩი კი მე-11.
აღსანიშნავია, რომ პეკინში ნოვაკ ჯოკოვიჩს არასდროს წაუგია, მას აღნიშნულ ტურნირზე კარიერის განმავლობაში 32 მოგება და 0 მარცხი აქვს, ამასთან ერთად სერბი სპორტსმენი 6 ტიტულის მფლობელია.
მომდევნო ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩი დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება, მატჩი ხვალ თბილისის დროით 15:00 საათზეა დაგეგმილი.
PERFECT IN BEIJING 🔥 @DjokerNole becomes the first man in the Open Era to win his first 32 matches at a single event, moving past Rafa’s 31-0 start at Roland Garros 🤯 @ChinaOpen | #ChinaOpen https://t.co/Mb0YLnVhiG
— ATP Tour (@atptour) October 4, 2026