Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსსა და მაიამის ღია პირველობას გამოტოვებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

აშშ-მ ქვეყანაში შემომსვლელთათვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნა გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან უელსსა და მაიამის ღია პირველობას გამოტოვებს.

აღნიშნული კანონი ქვეყანაში 10 აპრილამდე მოქმედებს. ზემოთ ნახსენები ტურნირები კი, 6 და 20 მარტს იმართება. ის, რომ სერბი ჩოგბურთელი ვაქცინის წინააღმდეგია ეს ყველასათვის ცნობილია, რადგან ნოვაკი ამას საჯაროდ აფიქსირებს.

ამჟამად, 35 წლის ჩოგბურთელი ავსტრალიაში იმყოფება. საინტერესოა მისი და ავსტრალიის ირთიერთობაც, სადაც პრობლემები სწორედ ვაქცინის გამო შეექმნა. ამ მოვლენებზე ჯოკოვიჩი ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ასეთ ამბებს გონებიდან ვერ შლი, მუდამ შენს ტვინში რჩება. ეს ისეთი რამ იყო რისი გამოცდაც აღარ მინდა."

სხვა სტატიები