Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი იანიკ სინერთან დამარცხდა

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩის წაუგებელი სერია იანიკ სინერმა დაამთავრა, სერბი ჩოგბურთელი სამ სეტიან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. მატჩი 3 საათი და 11 წუთი გაგრძელდა, პირველი სეტის გარდა, რომელიც იტალიელმა 5:7 მოიგო დანარჩენი ორის გამარჯვებული ტაი ბრეიკზე გაირკვა 7:6 (7:5) ნოვაკმა გაათანაბრა და ბოლოს 6:7 (2:7) სინერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგბურთელის 19 მატჩიანი მოგებათა სერია რეიტინგით მე-4 ნომერმა დაასრულა და იანიკ სინერი ორი მოგებით ATP-ის შემაჯამაბელი ტურნირის პირველ ადგილზეა. ნოვაკ ჯოკოვიჩი კი მეორეზეა 1 მოგებითა და 1 წაგებით.

შეგახსენებთ, A ჯგუფში მყოფი ციციპასი ტრავმის გამო რუნესთან მატჩს პირველი სეტის მესამე გეიმში ჩაეხსნა და ტურნირს გამოეთიშა, მის მაგივრად კი შემაჯამებელს ჰუბერტ ჰურკაჩი დაემატა.

სხვა სტატიები