Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტოკჰოლმის საკვალიფიკაციო მოგებით დაიწყო

4 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

სტოკჰოლმის 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა, ნახევარფინალში იტალიელი ფრანჩესკო პასარო 2 სეტში (6:4 | 6:3) დაამარცხა. მატჩი საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. პასარო რეიტინგის 153-ე ნომერია, ხოლო ბასილაშვილი, უკანასკნელი კარგი ტურნირების ფონზე, 87-ე ნომრადაა განთესილი.

ბასილაშვილმა მეტოქეს 4 ბრეიკი შეუსრულა (2 პირველ სეტში, 2-მეორეში), თუმცა პირველ სეტში ერთხელ თავადაც დაკარგა ჩაწოდება. ნიკოლოზის გამარჯვება, ძირითადად, გადამწყვეტ მომენტებში უკეთესად თამაშს ეფუძნებოდა - ქართველის 18 უნებლიე შეცდომის წინააღმდეგ, იტალიელმა 25-ჯერ დაუშვა შეცდომა.

სტოკჰოლმის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ბასილაშვილს, კიდევ ერთი თამაშის მოგება სჭირდება - მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა.