Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სან მარინოს ჩელენჯერზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

22 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სან მარინოს ჩელენჯერი გამარჯვებით დაიწყო, მან 1/16-ფინალური დაპირისპირება მსოფლიოს 744-ე ნომერ ჩეხ მაიკლ ვრბენსკის წინააღმდეგ მოიგო. მატჩი 3 სეტის განმავლობაში მიმდინარეობდა - 3:6, 6:3, 2:6, ხანგრძლივობა კი 1:56 საათს შეადგენდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად ATP რეიტინგის 133-ე ნომერია. სან მარინოს ჩელენჯერი 125 ქულიანია და საპრიზო ფონდი 203 900 ევროს შეადგენს. ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო ეტაპზე ხორვატ მილი პოლჯიჩაკს შეხვდება, მატჩი ხვალ 12:00 საათზეა ჩანიშნული.