Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალი წლის განრიგი ცნობილია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალი წლისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც სეზონის ბოლო ნაწილი გამოტოვა. ნიკოლოზმა ბოლო თამაში 28 ოქტომბერს, პარიზის ტურნირზე, რადუ ალბოტის წინააღმდეგ ჩაატარა და 2 სეტში დამარცხდა. როგორც ცნობილია, ბასილაშვილი 2020 წელს ყატარის ღია პირველობით იწყებს. ტურნირი სტარტს 6 იანვარს აიღებს და 11 იანვრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ყატარის ტურნირის წინა გათამაშებაში ნიკოლოზმა მერვედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი დოჰადან ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაინაცვლებს. 27 წლის ბასილაშვილს აღნიშნულ ტურნირზე გარკვეული რაოდენობის ქულები აქვს დასაცავი, რადგან წინა გათამაშებაში 2 ეტაპი დაძლია და 1/16 ფინალში ციციპასთან დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობა 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაგრძელდება.  

სხვა სტატიები