Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მესამე წრეშია!

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრაც მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/32-ფინალში მაქსიმ კრესი (151) 3 სეტში - 7:6; 6:3; 7:5 დაამარცხა და მესამე წრეში გავიდა. დაპირისპირება 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ნიკოლოზმა მოწინააღმდეგის დაბრეიკება ოთხჯერ მოახერხა. ბასილაშვილს შემდეგ ეტაპზე სერიოზული მეტოქე ჰყავს. ნიკოლოზი მსოფლიოს 24-ე ჩოგანს, რეილი ოპელკას შეხვდება.    

სხვა სტატიები