Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის შეჯიბრის 1/8 ფინალში გავიდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველმა ჩოგანმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, შტუტგარტის 250 ქულიან შეჯიბრზე 20 წლის იტალიელი - ლორენცო მუსეტი, 2 სეტში 5:7; 3:6 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. მატჩი გუშინ, 7 ივნისს დაიწყო და მეორე სეტში წვიმის გამო შეწყდა და დღეს განახლდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბასილაშვილმა 2022 წელს ბალახის საფარზე პირველად ითამაშა და პირველივე გამარჯვება მოიპოვა. 1/8 ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, ავსტრალიელი - ნიკ კირიოსი იქნება.  ქართულ-ავსტრალიური დაპირისპირება ხვალ, 9 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის შტუტგარტის შეჯიბრზე 1/8 ფინალში გასვლა შეძლო, შემდეგ კი მარენ ჩილიჩთან 2-სეტში დამარცხდა.

სხვა სტატიები