Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მეორე ეტაპზეა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის 500-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს, სადაც მისი პირველი რაუნდის მეტოქე ძალზე გამოცდილი, მსოფლიოს მე-17 ჩოგანი, ამერიკელი ჯეკ სოკი გახლდათ. ნიკამ შესანიშნავი თამაში აჩვენა თითოეული სეტის განმავლობაში და საბოლოო შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. 3-სეტიან დაძაბულ ბრძოლაში ნიკა მომდევნო რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 34 წლის ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:6, 5:7, 6:2 ბასილაშვილის სასარგებლოდ. მოგეხსენებათ, ბასილაშვილსა და სოკს შორის ამერიკის ღია პირველობაზეც შედგა დაპირისპირება, 30 აგვისტოს, სადაც ნიკამ მეტოქე 4 სეტში დაამარცხა.

სხვა სტატიები