Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი Croatia Open-ის 1/8-ფინალშია

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

Croatia Open Umag-ის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 85-ე ჩოგანი, რობერტო კარბალეს ბაენა (ესპანეთი) 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა.

1/8-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე დინო პრიჟმიჩი (143) ან ელმერ მიოლერი (107) იქნება.

Croatia Open-ის მოქმედი ჩემპიონი ფრანსისკო სერუნდოლოა, რომელმაც ფინალში ლორენცო მუსეტის მოუგო.

  • Croatia Open Umag-ზე პირველ ნომრად განთესილი ფრანსისკო სერუნდოლოა, მეორე ლუჩანო დარდერია, მესამე კი - კამილო უგო კარაბელი.

სხვა სტატიები