ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს 1/4-ფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის, ჩენდუს 250-ქულიანი ტურნირის 1/4-ფინალში იტალიელ ლორენცო მუზეტისთან 2 სეტში დამარცხდა - 6:3, 6:3. დაპირისპირება 1:17 საათი მიმდინარეობდა. ნიკოლოზი ამ დროისთვის მსოფლიოს 114-ე ნომერია, მაგრამ რეიტინგში დაწინაურდება, ხოლო მუზეტი ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი, ზოგადად კი მსოფლიოს მე-9 ნომერია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში მოხვედრამდე 2 შეხვედრა მოიგო. საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ნიკოლოზმა რეი საკამოტო დაამარცხა, ფინალში კი ბერნარდ ტომიჩი. ძირითად ბადეში გასვლის შემდეგ ბასილაშვილმა ჯერ ბილი ჰარისი დაამარცხა 2 სეტში, შემდეგ კი მაკენზი მაკდონალდი.
ჩენდუს ტურნირი 23 სექტემბრამდე გაგრძელდება, საპრიზო ფონდი 1 190 210 დოლარია. ტურნირის გამარჯვებული 250 ქულას მიიღებს.