Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა

2 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალიდან გამოეთიშა. ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 105-ე ნომერია, რეიტინგის 214-ე ნომერ პერუელ გონსალო ბუენოსთან 0:2 (1:6, 6:7 (5:7) დამარცხდა. დაპირისპირება 1:14 საათი მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვარს იწყება და პირველ თებერვალს მთავრდება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული კი იანიკ სინერია.

ასევე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი ეკატერინე გორგოძე იასპარეზებს, ის ავსტრალიელ სტორმ ჰანტერს დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ 13 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები