ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ამაყი ვარ, რომ ამ ასაკში დაბრუნება შევძელი"
5 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
უიმბლდონის პირველ რაუნდში, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა და დიდი სენსაცია დაფიქსირდა - ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი მეტოქე 4 სეტში - 6:2; 4:6; 7:5, 6:0 დაამარცხა და 1/32-ფინალში გავიდა.
მატჩის დასრულებისა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ამაყია იმით, რომ 33 წლის ასაკში დაბრუნება შეძლო.
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ასაკში დაბრუნება შევძელი - ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ, განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან წარმოუდგენელი სიცხეა.
ბედნიერი ვარ, რომ მესამე სეტი ჩემთვის სასიკეთოდ დავასრულე და იმ სეტის მოგებით რწმენა დამიბრუნდა, რომ მატჩის მოგება შემეძლო.
მესამე სეტში ორმაგი სეტპოინტი მქონდა და ვერ გამოვიყენე, თუმცა იმდენად ცხელა, რომ ეს მომენტი აქამდე არ მახსოვდა და ახლა ვნახე, თუ როგორი შეცდომა დავუშვი.
ძალიან დიდი ხანია TOP 10-ის მეტოქესთან არ მომიგია და ეს გამარჯვება ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია - ძალიან ბედნიერი ვარ და ვეცდები უიმბლდონზე კარგი შედეგი დავდო..." - ნიკოლოზ ბასილაშვილი
1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე კვლავ იტალიელი იქნება, თუმცა ამჯერად - ლორენცო სონეგო, რომელმაც თავის მხრივ პირველ რაუნდში პორტუგალიელი მეტოქე 3:0 დაამარცხა.
ნიკოლოზი შემდეგ მატჩს 3 ივლისს გამართავს და შეეცდება, რომ 1/16-ფინალის საგზური მოიპოვოს.