Belive

ნადალი ესპანელ სპორტსმენებს ქველმოქმედებაში ჩართვისკენ მოუწოდებს

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ლეგენდარული ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო. ესპანელმა მატადორმა თანამემამულე სპორტსმენებს ერთად დგომის თხოვნით მიმართა. ესპანეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით მოწინავე პოზიციაზეა, ჯამში ქვეყანაში 65 719 ადამიანი დაინფიცირდა, შეჩერებულია ფაქტობრივად ყველანაირი სამუშაოები, რის გამოც არაერთი ოჯახი კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნადალმა დაასახელა რიცხვი - 11 მილიონი ევრო, რომლის შეგროვების ერთგვარი ვალდებულებაც სპორტსმენებს დააკისრა, მათ შორის საკუთარ თავსაც, რათა 1 350 000 ადამიანს დაეხმარონ. ნადალმა ესპანელ სპორტსმენებს ამგვარი ტექსტით მიმართა: "ყოველთვის როცა საჭირო იყო ჩვენი თანამემამულეები ჩვენ გვერდით იდგნენ და მათი მხარდაჭერა მუდამ გვაძლიერებდა. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუმტკიცოთ მათ, რომ ჩვენი იმედი არამხოლოდ სპორტული კუთხით უნდა ჰქონდეთ და ერთად დგომით დიდი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად", - აცხადებს რაფა.
EuropaPress_2740345_pau_gasol_rafa_nadal_final_eurobasket_2015_20200326132534-421-kSVE-U48103625781EVD-992x558@LaVanguardia-Web
Eurosport-ის ცნობით რაფაელ ნადალს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კომუნიკაცია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოასპარეზე პაუ გასოლთან. 39 წლის კალათბურთელი ნადალის მსგავსად აქტიურადაა ჩაბმული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე გეტყვით, რომ სანტიაგო ბერნაბეუ მედიკამენტებისა და სურსათის საწყობად გადაკეთდება. რამოსმა და მისმა ცოლმა საქველმოქმედო ორგანიზაცია UNICEF-ს 264 000 ნიღაბი და 15 000 კორონავირუსის სატესტო მოწყობილობა გადასცეს.

სხვა სტატიები