ნადალისა და ბალისაშვილის მატჩს ბუნდესლიგის ვარსკვლავი ეხმაურება
8 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
2018 წლის 2 სექტემბერი, ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ. US OPEN-ის მერვედფინალურ დაპირისპირებაში, რაფაელ ნადალის წინააღმდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრწყინვალე თამაშმა უამრავი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. მსოფლიო რეიტინგის 37-ე პოზიციაზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია რაფაელ ნადალს და მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს მე-3 სეტი მოუგო. ნადალი - ბასილაშვილის დაპირისპირებას, თვალყურს "ბაიერნის" ლიდერი, მატს ჰუმელსიც ადევნებდა, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა და Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა.
Great Tennis @RafaelNadal vs #Basilashvili — Mats Hummels (@matshummels) September 2, 2018