Belive

ნადალი: "არავის უთხრათ... მე აქ ვარ" | ესპანელი ჩოგბურთელი ავსტრალიაშია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2022 წლის პირველი საჩოგბურთო ტურნირი – ATP Cup, ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეიში გაიმართება. ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყანა და მათი საუკეთესო ჩოგბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. სასიხარულოა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მსოფლიო რეიტინგში განთესვიდან გამომდინარე, საქართველო ATP Cup-ზე მე-16 ნომრად იქნება წარმოდგენილი. უკვე მეორე წელია, რაც ტურნირზე ესპანეთის ნაკრებს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი ვერ ეხმარება. ნადალმა აღნიშნულის შესახებ თავად დააანონსა, რომ ტურნირს გამოაკლდებოდა, თუმცა ყველასათვის მოულოდნელად ის ავსტრალიაში გაემგზავრა.


View this post on Instagram
 

A post shared by Rafa Nadal (@rafaelnadal)


"არავის უთხრათ... მე აქ ვარ", - ვკითხულობთ ნადალის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც დართულ ფოტოზე ჩანს, რომ ესპანელი მატადორი მელბურნის კორტზე იმყოფება. თუ რა არის ნადალის ავსტრალიაში გამგზავრების მიზეზი და იასპარეზებს თუ არა ATP Cup-ზე, სადაც თავის მხრივ ესპანეთმა სხვა ჩოგბურთელები წარადგინა, ამ ეტაპისათვის უცნობია, მაგრამ დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ტურნირის წესები ასეთ ცვლილებას არ ითვალისწინებს - ესპანეთის გუნდი შეჯიბრზე რაფაელ ნადალის გარეშე “დარეგისტრირდა”. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაფა ავსტრალიის ღია პირველობისთვის ნაადრევად ემზადება, ფოტოც სწორედ მელბურნიდანაა.