მუზეტიმ ჯოკოვიჩთან თითქმის მოგებული თამაში შეწყვიტა
ავსტრალიის ღია პირველობის 10-გზის გამარჯვებულმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მიმდინარე ტურნირზეც შეძლო ნახევარფინალში გასვლა, თუმცა ეს დიდი გამართლების შედეგია.
მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, იტალიელ ლორენცო მუზეტისთან, ჯოკოვიჩი 2 სეტს აგებდა (6:4 | 6:3) - 'ნოლეს' მესამე სეტის დასაწყისში მცირე სამედიცინო პაუზაც დასჭირდა, თუმცა თამაში მაინც განაგრძო. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მუზეტი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, იტალიელმა ტრავმა მიიღო და თამაში შეწყვიტა.
ჯოკოვიჩი ნახევარფინალში იანიკ სინერსა და ბენ შელტონს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადის მეორე მხარის ნახევარფინალური წყვილი კი ალკარასი/ზვერევია.
Novak Djokovic has been given a second chance at the Australian Open trophy.
— Danny (@DjokovicFan_) January 28, 2026
Let’s make the most of it.
Speedy recovery to Musetti. 🙏🏻pic.twitter.com/P1HOUQIXcJ