Belive

მოგება 2 სეტში - ნადალი თიხის საფარს მარტივი გამარჯვებით დაუბრუნდა

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2-წლიანი პაუზის შემდეგ, რაფაელ ნადალმა თიხის საფარზე პირველი შეხვედრა ჩაატარა.

37 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც ამ მომენტისთვის რეიტინგში 644-ეა, ბარსელონას ღია პირველობის პირველ რაუნდში ფლავიო კობოლი 2 სეტში, ანგარიშით 6:2, 6:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

1/32-ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.

1/16-ფინალში ნადალის მეტოქე მსოფლიოს მე-11 ჩოგანი, ალექს დე მინორი იქნება.

ბარსელონას ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასია, რომელმაც შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

სხვა სტატიები