Belive

,,მითხარი, რაში შემიძლია თქვენი დახმარება'' - ნოვაკ ჯოკოვიჩი უკრაინელ ჩოგბურთელს

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
სპორტული გამოცემები, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიო მედია, რუსეთ-უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიცვა.  როგორც მოგეხსენებათ, 24 თებერვალს რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ დროისათვის როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთმა უკრაინის საზღვარი დაარღვია და საომარი მოქმედებები უკრაინელების ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ბუნებრივია, რომ დაზარალებულის სტატუსი უკრაინელებს ეკუთვნით. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი, როგორც ტერიტორიულად, ასევე ფაქტობრივად ყველანაირი რესურსით უკრაინას გაცილებით აღემატება, თუმცა საომარი ვითარება ამ დროისათვის სხვა რამეს მეტყველებს – უკრაინელი ხალხი, საკუთარი ერთობით, პატრიოტიზმითა და თავისუფლების შეუჩერებელი წყურვილით რუსებს ტოლს არ უდებენ, მეტიც, ოკუპანტ ქვეყანას საბრძოლო თვალსაზრისით გაცილებით მეტი დანაკარგი აქვს, ვიდრე უკრაინას და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის დასაცავად ერთიანდება ყველა – რიგითი მოქალაქიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული.

უკრაინული პატრიოტიზმის ერთ-ერთი მაგალითი, უკრაინელი ჩოგბურთელი სერგეი სტახოვსკია, რომელმაც ყველასათვის მოულოდნელად სპორტულ აქტივობაზე უარი განაცხადა და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა იმისათვის, რომ “აიღოს იარაღი და რუსეთის წინააღმდეგ იომოს”.

“უკრაინაში საომრად ვბრუნდები!”  “მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მათ შორის არც იარაღის გამოყენება ვიცი, ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგები”, – აცხადებს სტახოვსკი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სერგეი სტახოვსკის, მსოფლიო ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა - ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინელ ჩოგბურთელს თანადგომის სურვილი გამოუხატა. უკრაინელმა ჩოგბურთელმა, სერგეი სტახოვსკიმ, გრანდ სლემების 20-გზის ჩემპიონთან მიმოწერის სქრინი გამოაქვეყნა:
,,სტაკო, როგორ ხარ? თავადაც იბრძვი? შენზე ვფიქრობ, იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება. გთხოვ, მითხარი, რაში შემიძლია თქვენი დახმარება. ფინანსური ან სხვა ნებისმიერი სახის მხარდაჭერა,'' - წერს ნოვაკი სტახოვსკის.

სხვა სტატიები